სასწავლო პროექტი

სოფელ წყალწმინდის ისტორია

პროექტის მთავარი იდეა:
სოფლის წარსულის და აწმყოს შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და გამოყენება.
რატომ ქვია ეს სახელწოდება სოფელს?
არის თუ არა რაიმე მატერიალური ძეგლი სოფელში რომელიც მის სიძველეზე მიუთითებს?
როდის დაარსდა სოფელში სკოლა?
ხუროთმოძღვრული ძეგლი სოფელში.
რა პერსპექტივით სარგებლობს დღეს სოფელი?

პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია იმითი, რომ მოსწავლეები შეეჩვევიან ერთობლივ მუშაობას. მოიპოვებენ და შეისწავლიან ინფორმაციებს სოფლის წარსულის შესახებ რაც გაამდიდრებს არა მარტო მათ ცოდნას, არამედ განუვითარებს სოციალურ უნარ–ჩვევებს.

პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეისწავლიან სოფლის წარსულს. განუვითარდებათ ინფორმაციის მოპოვების, კვლება–ძიების და ურთიერთ თანამშრომლობის უნარ–ჩვევები. შეეძლებათ მოპოვებული ინფორმაციის დახარისხება, ანალიზი, სინთეზი და გამოყენება.

მონაწილეთა ასკი:16–17 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა:10–15 დღე.

მოსალოდნელი შედეგები: ჩანაწერები, ფოტო და ვიდეო მასალა, კედლის გაზეთი, ინტერვიუ, პრეზენტაცია.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანური–რესპოდენტები, მძღოლი, მუზეუმის თანამშრომელი გიდი. ტექნიკური–ტელეფონი, (ხმის ჩაწერა), ფოტო აპარატი, ვიდეო კამერა, სახელმძღვანელოები, ტრანსპორტი, კალამი, რვეული.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

აქტივობა –1 მოსწავლეები ირჩევენ საპროექტო თემას

აქტივობა– 2 კლას ყოფ ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ შესასრულებელ დავადლებას. პირველი ჯგუფი იკვლევს სოფლის სახელწოდების წარმოშობის ისტორიას, მეორე ჯგუფი სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ნივთიერ კულტურას (სუფსის ტერმინალის მშენებლობისას, რომელიც აგებულია სოფლის ტერიტორიაზე, გათხრების დროს აღმოჩნდა უნიკალური არქეოლოგიური მასალა, რომელოც ინახება ლანჩხუთის მხარედმცოდნეობის მუზეუმში) ჯგუფი გეგმავს მარშრუტს სუფსის ტერმინალისა და ლანჩხუთის მუზეუმის მიმართულებით, მასალის ადგილზე შესწავლის მიზნით.
მესამე ჯგუფი მუშაობს სკოლის დაარსების ისტორიის შესასწავლად.
მეოთხე ჯგუფი სოფლის ხუროთმოძღვრული ძეგლის–წმ ირინეს სახელობის ტაძრის შესახებ აგროვებს ინფორმაციას. მეხუთე ჯგუფი მუშაობს სოფლის თანამედროვე და სამომავლო პერსპექტივაზე.
ჯგუფების მუშაობას მუდმივად მეთვალყურებას უწევს პედაგოგი.

აქტივობა–3 ჯგუფები მუშაობის გარკვეულ ეტაპზე იკრიბებიან, ახდენენ მოპოვებული მასალის ანალიზს, საუბრობენ საჭიროებებსა და პრობლემებზე. პედაგოგისაგან იღებენ გარკვეულ ინსტრუქტაჟს და აგრძელებენ მუშაობას.

აქტივობა 4 –მოპოვებული მასალის დახვეწა და სინთეზირება.

აქტივობა 5–ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია, ისტ–ი.

ისტ.X.7. მოსწავლეს  შეუძლია  ისტორიულ კვლევ დაგეგმა და ატარებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მომავალი გამოკვლევის თემის დაკონკრეტების მიზნით არჩეულ ისტორიულ საკითხზე ეცნობა ერთ ან ორ ზოგადი ხასიათის სტატიას (მაგ.: სტატია ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში);
  • განსაზღვრავს, თუ რა ტიპის კვლევის ჩატარებას აპირებს - დაეყრდნობა მისი გამოკვლევა მხოლოდ მეორად წყაროებს, თუ მას დასჭირდება როგორც პირველადი, ასევე მეორადი წყაროების გამოყენება;
  • კვლევის ინტერესებიდან გამომდინარე, მასწავლებლის დახმარებით მოიძიებს, ეცნობა და აფასებს პირველად წყაროებს;
  • საჭიროების შემთხვევაში მოიძიებს და იყენებს ინფორმაციას ვიზუალური,  აუდიო/ვიდეო/კინო მასალისა და ინტერნეტ-რესურსის, ასევე ლიტერატურული წყაროების საშუალებით (ფოტოები, ნახატები, ფრესკები, არქიტექტურული ნაგებობებს
  • კვლევის შედეგებს რეგულარულად აცნობს მასწავლებელს და ითვალისწინებს მის შენიშვნებს.

პროექტის ხელმძღვანელი: დალი ჯაფარიძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: dalijafaridze79@gmail.com